საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში განაცხადა. ლევან იზორია ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობდა და „მტკიცე მხარდაჭერის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.
მან საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზეც ილაპარაკა. იზორია კოლეგებსაც შეხვდა. თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველო აპირებს, 2018 წლის შემდეგაც გააგრძელოს კონტრიბუცია იმავე რაოდენობით, რაც ამჟამად არის.
მინისტერიალზე ცნობილი გახდა, რომ ნატო ავღანეთში თავის კონტრიბუციას აფართოებს.
პოლონეთისა და სლოვაკეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთა თქმით, ავღანეთის მისიაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ალიანსისთვისაც.
მინისტერიალზე ასევე ისაუბრეს ნატო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე.