უცხოეთი
კარასინი: ნატო საქართველოს რუსეთის „შეკავების" პოლიტიკის მონაწილედ ხდის

   საქართვეო, 3 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის საქართველოში გამართვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა სამხრეთ კავკასიაში ნატოს მყარად გამაგრების სურვილის შესახებ განაცხადა.
 მანამდე ნატოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა, რომ ნატო ნებისმიერ ხრიკს მიმართავს, რათა რუსეთის იმიჯის დემონიზაცია მოახდინოს და რუსეთის შეკავების პოლიტიკა გაამართლოს. მისი თქმით, საინფორმაციო საშუალებებში უამრავი მასალა გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ „რუსეთს, ფაქტობრივად, რამდენიმე საათის განმავლობაში ბალტიის ქვეყნების დაპყრობა შეუძლია".

„ბოლო პერიოდში საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან ისეთ ფორმებს იღებს, რომ ფაქტობრივად თბილისს ხდის რუსეთის შეკავების ნატოსეული პოლიტიკის მონაწილედ. მხოლოდ გასულ წელს საქართველოს ტერიტორიაზე სამჯერ ჩატარდა მასშტაბური სწავლებები ნატოს წევრი ქვეყნების კონტინგენტის მონაწილეობით. უკვე მეორე წელია, ზედიზედ, სპეციალურად მუშავდება ევროპიდან მძიმე სამხედრო ტექნიკის ოპერატიული გადასროლა", — განაცხადა კარასინმა რუსულ გამოცემა  "იზვესტიასთან" ინტერვიუში.