სამართალი
პრემიერი კვირიკაშვილი: "ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპრომისები..."

   საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. ბათუმში, ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერმა კომენტარი გააკეთა:

"ძალიან ვაფასებთ პირადად ჯანი ბუკიკიოს ძალიან მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, რომლებიც იყო საბაზისო საფუძველი ძალიან მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ცვლილებების, რომლებიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესი არის საკმაოდ რთული და ჩვენ ამ პროცესში ვართ. მე მადლობა გადავუხადე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისთვის და გვქონდა ასევე საუბარი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, დიალოგს. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპრომისები და ვფიქრობ, რომ ასევე ოპოზიციამაც უნდა შეხედოს ამ კომპრომისებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან მიღწევას“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ჯანი ბუკიკიომ ბათუმში ჩასვლის შემდეგ გაიმეორა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედება და საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ვარიანტის მიღება, რომელიც კომისიასთან შეთანხმებული არ ყოფილა, აქამდე არსებულ ყველა შეთანხმებას ეჭვქვეშ აყენებს.