საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა. ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო სწორედ ამ კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა საქართველოში.
„მნიშვნელოვანია, დავრჩეთ ევროპული ფასეულობების ერთგული. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციაზე. აქ, ბუნებრივია, ვერანაირი კომპრომისი ვერ გვექნება პლურალიზმის, მრავალპარტიულობის, კონსენსუსის ღირებულებებთან მიმართებაში. იქიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუცია წარმოადგენს სწორედ იმ ფუნდამენტს, რომლის ირგვლივაც იგება მთელი სახელმწიფო სისტემა. სწორედ კონსენსუსით, მაქსიმალური ჩართულობით მხარეების, მაქსიმალური დიალოგით იქმნება საკონსტიტუციო პროცესის ლეგიტიმურობა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.