აქტუალური
პრეზიდენტი და ოპოზიცია ერთმანეთს იყენებენ - თალაკვაძე

   საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ცდილობს, ოპოზიციური პარტიები გამოიყენოს. ისიც ნათელია, რომ ოპოზიციური პარტიებიც ცდილობენ და ახერხებენ კიდეც, პრეზიდენტი გამოიყენონ - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და ამბობს, რომ პრეზიდენტი საკუთარ მანდატზე ფიქრობს.

"პრეზიდენტი ხედავს, რომ ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აწუხებენ, რომ მან უფრო მკვეთრი ნაბიჯები გადადგას. პრეზიდენტი ამ ნაბიჯებით თვითრეალიზაციას ახდენს, რასაც კონსტიტუციასთან მიმართებაში დგამს. სწორედ ამაზე საუბრობდა პარლამენტის თავმჯდომარე, როცა თქვა, რომ საპარლამენტო მოდელებისთვის და ამ მოდელზე სრულად გადასვლის შემდეგ, საქართველოსთვის უმჯობესია, ქვეყანას ისეთი პრინციპით არჩეული პრეზიდენტი ჰყავდეს, რომელიც გათვალისწინებულია ახალ კონსტიტუციაში", - განაცხადა თალაკვაძემ.