აქტუალური
"ვაკვირდებით მმართველი პარტიის, პარლამენტის, მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის რეაქციებს" - იანოშ ჰერმანი

   საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ფართო კონსენსუსით მიიღება - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა. მისივე თქმით, ევროპაში ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესს და ყველა მხარის მოსაზრებებს ისმენენ.

ვფიქრობ, ყველას გვესმის რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან პარლამენტი, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და სხვა სუბიექტები მუშაობენ კონსტიტუციის უფრო დახვეწაზე, მე ვიტყოდი, მის რეფორმირებაზე. ბუნებრივია, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ამ პროცესს. ვაკვირდებით მმართველი პარტიის, პარლამენტის, მთავრობის, ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის რეაქციებს. ამ პროცესს გავაგრძელებთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ დამატებითი ძალისხმევა იქნება გამოყენებული გადაწყვეტილების მისაღებად, რომელსაც უფრო ფართო კონსენსუსი ექნება“, - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.