პოლიტიკა
საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. "მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას, ყველაფერი გააკეთონ, რათა კომპრომისი გამონახონ!"- აცხადებს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ჯანი ბუკიკიო ბათუმში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა.
„რაც შეეხება თვითონ კონსტიტუციის პროექტს, ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრება ანგარიშში გამოვთქვით, რომელიც გასაჯაროვდა. ასე რომ, ჩვენი პოზიცია კარგად იცით. ეს პოზიცია დადებითია. კონსტიტუციის პროექტის ტექსტი კარგია. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ყველაზე მთავარი კონსენსუსია... რაც შეეხება პროპორციული სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადავადებას, მე ამით დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ“, - დასძინა ბუკიკიომ.