პოლიტიკა
"საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ ტექსტში არის დეტალები, რისი გასწორებაც საჭიროა" - ჯანი ბუკიკიო

   საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. ვენეციის კომისიის პრეზიდენტის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული ტექსტი მთლიანობაში კარგია, თუმცა რამდენიმე დეტალის გასწორებაა საჭირო.

ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ დასკვნა, რომლის შინაარსმაც აქ, საქართველოში მანამდეც გაჟონა. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ახლა უკვე საჯაროდაა ცნობილი. მთლიანობაში, გლობალურად ტექსტი ძალიან კარგია, თუმცა არის დეტალები, რისი გასწორებაც საჭიროა. მაგალითად, მოსამართლეების არჩევის წესის ნაწილში, ასევე, კვალიფიციური და უბრალო უმრავლესობის ნაწილი და ასე შემდეგ. ანუ, ისეთი საკითხები, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ადვილად რეალიზებადი“, - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.