უცხოეთი
პუტინმა რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეიტანა შეთანხმების რატიფიკაცია სომხეთთან ერთობლივი სამხედრო დაჯგუფების შექმნის თაობაზე

   საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, სამშაბათს, 27 ივნისს, რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეიტანა შეთანხმების რატიფიკაცია სომხეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ჯარების ერთობლივად დაჯგუფების შესახებ.
 გაერთიანებული დაჯგუფება განკუთვნილია იმისათვის, რათა ორმხრივად უზრუნველჰყოს სამხედრო და კოლექტიური უსაფრთხოება კავკასიის რეგიონში. დაჯგუფებაში თავს იყრიან ორივე სახელმწიფოს მართვის ორგანოები და შეიარაღებული ძალები. იგი ასევე კომპლექტდება სხვა ტიპის რაზმებით, „რომლებიც იმყოფებიან აღნიშნულ რეგიონში და თავს იჩენენ რეგიონში უსაფრთხოების დაცვის ან შესაძლო აგრესიის შესაკავებლად. შეთანხმების რეალიზაციის უფლებამოსილება ეკისრება როგორც რუსეთის სახელმწიფოს, ისე სომხეთის რესპუბლიკის სამინისტროს.

 ისინი, ასევე განსაზღვრავენ გაერთიანებული დაჯგუფების შემადგენლობას.
მშვიდობიან პერიოდში, დაჯგუფება სომხეთის შეიარაღებული ძალების განკარგულების ქვეშ ექცევა რუსეთთან შეთანხმებით.