აქტუალური
საქართველო სენაკის ცემენტის ქარხნის მშენებლობას განაახლებს

   საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. ქალაქ სენაკში 1 თვეში განახლდება ცემენტის ახალი ქარხნის მშენებლობა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეჩერდა პროექტის განახლების საფუძველზე.

პროექტში შეტანილი იქნა რამდენიმე ტექნიკური ცვლილება, რაც არ გულისხმობს არც ინვესტიციების მოცულობის, არც მომავალი საწარმოს პოტენციური სიმძლავრის შეცვლას. შეიცვალა მხოლოდ ტექნიკური დეტალები, რის გამოც დაპროექტება ხელახლა მოხდა. მომდევნო თვის ბოლოდან სამშენებლო სამუშოებს განვაახლებთ", - განაცხადა ქარხნის დირექტორმა მინდია გუმბერიძე.

როგორც მან აღნიშნა, პროექტის ცვლილება რაღაც განსაკუთრებულად არ უნდა ჩაითვალოს: მუშაობის დროს ეს ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც პარტნიორებთან და ინვესტორებთან ურთიერთობას არ ეხება.

შეგახსენებთ, სენაკში 120 მილიონი დოლარის ღირებულების ცემენტის ქარხანა 2018 წლის ბოლოსთვის გაიხსნება და წელიწადში 1.2 მილიონ ტონა რამდენიმე სახეობის ცემენტს გამოუშვებს. საქართველოში მას კონკურენტი არ ეყოლება.