აქტუალური
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აშშ-ში მოქმედი გავლენიანი ებრაული ორგანიზაციის B’nai B’rith International-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა (ვიდეო)

   საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე, ჩვენს ქვეყანასა და ისრაელის სახელმწიფოს შორის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-აშშ-სა და საქართველო-ისრაელის სახელმწიფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რეგიონში სტაბილურობის, პარტნიორ ქვეყნებთან სტრატეგიული თანამშრომლობის და ხალხთაშორისი კავშირების მნიშვნელობაზე ილაპარაკა. ასევე, ხაზი გაუსვა ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და განსაკუთრებულ ურთიერთობას.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელის სახელმწიფო, სამმხრივ ფორმატში, მჭიდრო მეგობრობას და თანამშრომლობას გააგრძელებენ (ვიდეო იხ. აქ).

მათივე განცხადებით, ორგანიზაცია ელის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს ორივე ქვეყანაში.