სამართალი
შსს-მ ახალციხეში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

   საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული . . და 1993 წელს დაბადებული . . ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ახალციხის რაიონის სოფელ წნისში, ავტოგასამართ სადგურ „არალში“ ოპერატორს ცივი იარაღით თავს დაესხნენ, მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს და ფული გასტაცეს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამართალდამცველებმა ა.ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ქალაქ ვალეში დააკავეს, რ.მ. კი ახალციხეში - სასამართლოს განჩინების საფუძველზე.
ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.