სააკაშვილი, ხიდაშელი, მარგველაშვილი , თუ მოსკოვი? - “საქინფორმის” მთავარი რედაქტორი საქართველოს მთავარი პროკურორისაგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მუხლებით „სამშობლოს ღალატი“ და „მავნებლობა“
რედაქტორისგან
სააკაშვილი, ხიდაშელი, მარგველაშვილი , თუ მოსკოვი? - “საქინფორმის” მთავარი რედაქტორი საქართველოს მთავარი პროკურორისაგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მუხლებით „სამშობლოს ღალატი“ და „მავნებლობა“

    საქართველოს მთავარ პროკურორს ბატონ ი. ოთაძეს

ბატონო ირაკლი!

როგორც თქვენთვის ცნობილია, გასულ კვირას, 2017 წლის 25 ივნისს, პროგრამა „P.S.“-მა (ტელეარხი „რუსთავი 2“) პენტაგონზე და ვინმე დეივ ბლოსზე დაყრდნობით გვაცნობა, რომ აშშ-ის მთავრობა საქართველოსაგან სსრკ-ში დამზადებულ შეიარაღებას ყიდულობს, რომლითაც სირიაში ISIS-თან მებრძოლ ოპოზიციურ ძალებს ამარაგებს.

ამ ინფორმაციის გავრცელების ფაქტმა დიდი ზიანი მიაყენა როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებასისე საქართველოსა და აშშ- საერთაშორისო იმიჯს. აშშ და საქართველო, რომლებიც სტრატეგიული სამხედრო პარტნიორები არიან, აშშ კი, ამასთან ერთად, ანტიტერორისტულ კოალიციას ხელმძღვანელობს სირიაში, დღეს მთელი მსოფლიოს წინაშე წარმოჩინდნენ, როგორც იარაღით უკანონო მოვაჭრეები, იარაღით, რომელიც სირიაში სისხლისმღვრელი მრავალწლიანი ომის შესაჩერებლად მიმართული ყველა საერთაშორისო მემორანდუმის გვერდის ავლით მიეწოდება უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს, მათ შორის - ქურთების ლაშქარს.

ძნელი მისახვედრი  არ არის, როგორი რეაქცია ექნება ამ ფაქტზე საქართველოს მეორე სტრატეგიულ პარტნიორს - თურქეთის რესპუბლიკას, მაგრამ ამის გამო „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების პასუხისგებაში მიცემა შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ტელეკომპანია პროპაგანდის ფასიანი რუპორია, რომელიც ემსახურება დასავლეთის ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ დივერსიულ-ძირგამომთხრელ ინტერესებს და სააკაშვილის დანაშაულებრივ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ ემსახურება. თუმცა დამკვეთები ნაპოვნი და უვნებელყოფილი უნდა იქნენ!

ეს სკანდალური ინფორმაცია ტელეკომპანირუსთავი 2“ მიაწოდა საქართველოს და მისი დღევანდელი ხელისუფლების მტერმა, პროვოკატორმა, ჯაშუშმა და სამშობლოს მოღალატემ, რომლის ამოცანა ქვეყანაში ხელისუფლების დამხობა და შემდეგ ნებისმიერი ხერხით მისი ხელში ჩაგდებაა!

ჩამოგითვლით, ვინ შეიძლება იყოს ეს:

1. საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეეძლო, ეს ინფორმაცია თავისი მეგობრის - აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯონ მაკკეინისაგან მიეღო და გასავრცელებლად თავის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის გადაეცა. გამორიცხული არ არის, რომ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სააკაშვილმა სწორედ იმიტომ გააგდო, რომ მან ამ სახიფათო ინფორმაციის გავრცელება არ ისურვა.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტ სააკაშვილის ყველა თავდაცვის მინისტრი საიდუმლოდ ყიდდა და აწოდებდა საქართველოდან და უკრაინიდან მძიმე და მსუბუქი შეიარაღების პარტიებს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს და ტერორისტულ ორგანიზაციებს მსოფლიოს სხვადასხვა „ცხელ წერტილში“. სააკაშვილის იდეით, დღევანდელ სკანდალს მისი პრეზიდენტობის დროინდელი ყველა მსგავსი ფაქტი უნდა გადაეფარა.

2. საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრ თინა ხიდაშელს შეეძლო, ეს ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიეღო. ამ უწყებიდან ინფორმაციის „გაჟონვა“ ხომ იშვიათობა არ გახლავთ, იქ ჯერ კიდევ მუშაობენ ხიდაშელის და სააკაშვილის ერთგული კადრები, რომლებიც მათი მადლიერი არიან დასაქმებისათვის. ხიდაშელი აშკარად ემტერება დღევანდელ თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას, რომელსაც მოუხდა ხიდაშელის სამსახურებრივი, მათ შორის - ფინანსური დანაშაულების გამოსწორება და სამინისტროს გაწმენდა უმაქნისი კადრებისა და სტრუქტურებისაგან, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ხიდაშელის ნაცნობ-მეგობრების დასაქმებისათვის იყო შექმნილი.

გარდა ამისა, დღევანდელი ხელისუფლების დისკრედიტაცია ხიდაშელის და მისი მეუღლის - დავით უსუფაშვილის მთავარი მიზანია, რომელმაც ცოტა ხნის წინ ამბიციური მიზნების მქონე ოპოზიციური პარტია შექმნა.

3. საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეეძლო, ეს ინფორმაცია „რუსთავი 2“-სთვის გადაეცა უშიშროების დარგში თავისი თანაშემწის - უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის მეშვეობით, რათა შური ეძია დღევანდელ ხელისუფლებაზე ახალი კონსტიტუციის გამო და თავისი მნიშვნელობისა და სიმართლის დემონსტრირება მოეხდინა. როგორც ცნობილია, კონსტიტუციური ცვლილებების თანახმად, უშიშროების საბჭო პრეზიდენტის თავმჯდომარეობით უქმდება, ასევე იზღუდება თავად საქართველოს პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციები.
4. საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეეძლო, ეს ინფორმაცია თავისი მოსკოველი ბიძის თემურ ალასანიასგან მიეღო, რომელიც, როგორც ამბობენ, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, დაახლოებული იყო რუსეთის სპეცსამსახურებთან. მოსკოვისათვის ნამდვილად აქვს აზრი, შუამავლების საშუალებით გაახმაუროს ეს სკანდალი, რათა დატუქსოს აშშ, რომელიც ერთი ხელით ისლამურ სახელმწიფოს ებრძვის, მეორეთი კი - ხელს უწყობს სისხლისღვრას სირიაში იმით, რომ ფარულად აიარაღებს ოპოზიციას სირიის არმიის და კანონიერი პრეზიდენტის ასადის წინააღმდეგ, თანაც - საბჭოთა იარაღით, თითქოს ამას ამერიკა კი არა, რუსეთი აკეთებდეს! და კიდევ - რათა შეანჯღრიოს ოფიციალური თბილისი ბოლო ხანებში გახშირებული ანტირუსული რიტორიკის და ნატოსაკენ ჯიუტი მისწრაფების გამო.

ბატონო მთავარო პროკურორო!

ჯაშუშები, პროვოკატორები და სამშობლოს მოღალატეები დამსახურებულად უნდა დაისაჯონ! ხოლო თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, უნდა დაისაჯონ აგრეთვე ის მავნებლები, რომლებიც ყიდიან სსრკ- დროინდელ ხარისხიან იარაღს, რომელსაც მთელ მსოფლიოში ყველაზე საიმედო იარაღის სახელი აქვს და საქართველოს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქისგან ხელშეკრულებით ერგო, და ქართულ არმიას ნატოსეული მეორადი სხვადსხვა ჯურის ნაყარნუყარის ამარა ტოვებენ!

 პატივისცემით,
საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 29 ივნისი
საქართველო, თბილისი