უცხოეთი
საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის ლიდერის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის განმარტებით - კრემლი არ ეთანხმება რუსეთის, როგორც დონბასზე მყოფი აგრესორის სახელით მოხსენიებას, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა იმანუელ მაკრონმა თავის უკრაინელ კოლეგასთან, პეტრე პოროშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ნორმანდიიული ფორმატი“ დონბასზე არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად უალტერნატივო ვარიანტია. ხოლო, ე.წ „მაკრონის ფორმულა“, სენატორი ალეკსეი პუშკოვის შეფასებით „წარმოადგენს რუსეთზე ზეწოლის მცდელობას“ ამასთან იგი - „დასავლური ალიანსის თამაშის კიდევ ერთი სცენარია“. მან ეჭვი გამოხატა, რომ დოკუმენტი ითვალისწინებს დონეცკისა და ლუგანსკის ავტონომიური რესპუბლიკების ინტერესებს, რომლებიც კიევთან ერთ საფეხურზე არიან.