საზოგადოება
ევროკავშირი გვავალდებულებს! 2018 წლიდან საქართველოში ავტომობილების ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება

   საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ავტომობილების ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება. ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციამ "ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა.

უწყებების პირველი პირები ამბობენ, რომ 2018 წლის იანვრიდან პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შემოღებას ქართულ მხარეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს.