სამართალი
სამების ხანძრის სკანდალი: განძი “გაიტანეს" და მერე ცეცხლი გააჩინეს! - ქურდულ სამყაროსთან დაახლოებული მღვდლები?!

   საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე სამების ტაძარში გაჩენილ ხანძარს იხსენებს და “ალიასთან“ ინტერვიუში სკანდალურ განცხადებას აკეთებს:

მინდა გავიხსენოთ ერთი საქმე, რომელიც ეხება სამებაში გაჩენილ ხანძარს. ამ საქმეზე არავინ დასჯილა. საერთოდ არც დადგენილა - როგორ გაჩნდა ხანძარი და როგორ იქნა განადგურებული ის განძთსაცავი, სადაც უამრავი ძვირფასი ნივთი იდო და მათ შორის პატრიარქისთვის ნაჩუქარი 3-კილოიანი ოქროს შანდალი... ცნობილია იმ სასულიერო პირების ვინაობა, ვინც ეს განძიგაიტანესდა მერე ცეცხლი გააჩინეს კვალის წაშლის მიზნით. საუბარია ძალიან მაღალი იერარქიის სასულიერო პირებზე, რომლებიც პატრიარქს კვირაში ერთხელ მაინც ემთხვევიან ხელზე... არაერთხელ მომისმენია სასულიერო პირებთან საუბარში, ვინ გააკეთა ეს ყველაფერი, მაგრამ გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას ვერავინ ბედავს, იმიტომ რომ ბევრი მათგანი, ვინც ამ საქმეშია გარეული, დღესაც იარაღით დადის და ქურდული მენტალიტეტის ხალხთან აქვს შეხება. ვის აქვს ორი თავი?!“, - აცხადებს ზურაბ ჯორბენაძე.

“ალიას“ შეკითხვაზე - არის თუ არა საუბარი მეუფე იაკობზე, ადვოკატი პასუხობს: სხვაზეც ბევრზე. წვრილფეხობაზეც, შემსრულებლები სხვები არიან, რა თქმა უნდა, თუმცა ერთი წრეა. ისიც კი ვიცი, ვისთან აქვთ ნანახი ის ოქროს შანდალი.