აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტი მფარველობს ოპოზიციონერებს, რომლებიც შეურაცღყოფენ აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და მისი მამის - ჰეიდარ ალიევის ხსოვნას

   საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. აფგან მუხთარლის მეუღლე საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო - ლეილა მუსტაფაევამ მისი და მეუღლის სახელით გიორგი მარგველაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა და სტუმრებმა განიხილეს „აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმეში" საქართველოს როლი და გამოძიების მიმდინარეობის დეტალები, რომლითაც მუხთარლის ოჯახი უკმაყოფილოა.

"შესაძლოა, საქართველოს პოლიტიკური სისტემა განსხვავდება აზერბაიჯანულისგან. შესაძლოა, აქ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს უფრო მეტი ძალაუფლება აქვთ, მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტი იქცეოდა ისე, როგორც ნამდვილ პრეზიდენტს შეეფერება! ის ერთადერთი იყო ხელისუფლების წარმომადგენლებიდან, ვინც მომხდარს გატაცება უწოდა!

შეხვედრაზე ვისაუბრეთ აფგან მუხთარლის საქმეში საქართველოს როლის შესახებ. ასევე, გამოძიების მიმდინარეობაზე, რადგან ვთვლით, რომ ის არ არის დამაკმაყოფილებელი. ჩვენ ყველა ამ საკითხზე ვისაუბრეთ", - განმარტა მუსტაფაევამ.