აქტუალური
ორთვიანი წინასაარჩევნო კამპანია ოპტიმალური ვარიანტია - კახა კალაძე

    საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. უახლოეს დღეებში ჩატარდება პოლიტსაბჭოს სხდომა, ვიმსჯელებთ  და შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება -  აცხადებს ვიცე-პრემიერი მერობის კანდიდატად მის დასახელებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

 "სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ ბევრი დრო გვექნება და ბევრი შესაძლებლობა, რომ ამ საკითხებზე ვისაუბროთ”, - განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

  რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, კალაძე თვლის, რომ ორთვიანი წინასაარჩევნო კამპანია ოპტიმალური  ვარიანტია. მისი აზრით, ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიის ვადების დარეგულირებაც უნდა მოხდეს.

  "სამი თვით ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყება ბიუჯეტის ხარჯებთან არის დაკავშირებული, ასევე ეს  არის ამომრჩევლის დიდი შეწუხება. ამიტომ, თუ ეს დარეგულირდება საკანონმდებლო დონეზე, კარგი იქნება", - განაცხადა კალაძემ.