უცხოეთი
აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების კანონპროექტი პროცედურული დარღვევების მიუხედავად მიიღო

   საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი.  პროექტის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტის პრეს-თავმჯდომარე, შონ სპაისერი. მისი განცხადების თანახმად სენატორების გადაწყვეტილება არ შეესაბამებოდა პროცედურის წესებს, რაც ნიშნავს იმას, რომ „ფაქტობრივად კანონპროექტი არ არსებობს“.

კითხვაზე პასუხად, მხარს უჭერს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებულ რეგულაციებს დონალდ ტრამპი, თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ გეგმავს „საკუთარი ზრახვების გამოაშკარავებას“
„ჩვენი პრეზიდენტი არ აპირებს საკუთარი გადაწვეტილებების წინასწარ გაჟღერებას არსებულ საკითხებთან დაკავშირებით. უმეტეს წინლად მიმდინარეობს ჩუმი დიპლომატია. ჩვენ ჯერ მზად არ ვართ გავაკეთოთ განაცხადი, ამაზე საუბარსაც არ ვაპირებთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა.
წინა კვირას ჩატარებულ სხდომაზე, აშშ-ის რესპუბლიკური პალატის უმრავლესობამ უარი განაცხადა სენატის მიერ მიღებული კანონპროექტის დამტკიცებაზე. კონგრესის ზედა პალატის პროექტის უგულებელყოფით რესპუბლიკელებმა მხარი დაუჭირეს თეთრ სახლს, რითაც მეტი მანევრირების საშუალება მისცეს დონალდ ტრამპს ვლადიმირ პუტინთან მოსალაპარაკებლად.