საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. რუსული გამოცემა REGNUM , ცნობილი ებრაელი პოლიტოლოგის, პუბლიცისტის და საზოგადო მოღვაწის ავიგდარ ესკინის წერილს “მოსკოვის ქართული ფოცხები” აქვეყნებს. “ფოსტალიონი” წერილის თარგმანს გთავზობთ:
მოსკოვის ქართული ფოცხები
არსებობს ასეთი ხალხური გამოთქმა-ნუ დააბიჯებ იმ ფოცხს, რომელსაც ერთხელ უკვე დააბიჯე. თუმცა სწორედ ამას აკეთებს მთელი ცხოვრება არა მხოლოდ ზოგიერთი ადამიანი, არამედ ზოგიერთი სახელმწიფო დაწესებულებაც.
როდესაც ამერიკელები, რომლებიც თავისსავე საზიანოდ, ავღანეთში მოჯახედებს უჭერდნენ მხარს, დღეს თვისობრივად და გარეგნულად იდენტურ ფოცხებს ერაყში, ლიბიაში, სირიაში პოულობენ. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, გავიკვირვოთ. მაგრამ რა უნდა ვთქვათ რუსული პოლიტიკის შეცდომებზე საქართველოსთან მიმართებაში? რასაკვირველია, საკუთარ თავთან და მსოფლიოსთან დაკავშირებით წარუმატებლობის მასშტაბების შედარება არ შეიძლება, მაგრამ ისინი გააზრებას და დისკუსიებს მოითხოვენ.
რუსეთისთვის საქართველოში დაბრკოლებების შემქმნელებად ის ადამიანები გვევლინებიან, რომლებზეც რუსეთი დებდა ფსონს. ისინი სხვადასხვა ასაკის და აზროვნების ქართველი პოლიტიკოსები არიან, მაგრამ მოსკოვში მოხვედრისას ყველა მათგანს ერთი საერთო ნიშანი აერთიანებს: საკუთარ ინტერესებს უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე საერთო ქართულს.
ძველ, საბჭოთა დროში, დედაქალაქის მცხოვრებლებს საქართველოდან ჩამოსული სტუმრები განსაკუთრებით უყვარდათ. მოსკოვს საქართველოდან ჩასული მუსიკოსების, მხატვრების და მსახიობების აღიარებისთვის ბადალი არ ყავდა. ხოლო პოლიტიკოსები და დირექტორები წარმატებით “აგვარებდნენ” საქმეებს. ყველაფერი აგებული იყო ურთიერთ პატივისცემაზე და კეთილგანწყობაზე.
დღეს კი სტუმრები საქართველოდან ვიზებით ჩამოდიან. ქვეყნიდან, რომელთანაც მოსკოვს დიპლომატიური ურთიერთობები არ გააჩნია. როგორც ძველ დროს იყო, ისინი ცდილობენ “საქმეების მოგვარებას”, მაგრამ არანაირი კონსტრუქციული დიალოგი აღარ წარმოებს. რუსეთის დედაქალაქში ყოფნისას ისინი ცდილობენ, პირადი ხასიათის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ქვეყნის პრობლემებზე სერიოზული განხილვისთვის კი დრო აღარ რჩებათ. შემდეგ ისინი მიდიან სახლებში და ჩრდილოელი მეზობლის მიმართ საერთო სკეპტიკურ განწყობას უერთდებიან.
ერთი წლის წინ, საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს, “ზვიადისტური” ფესვების მქონე ცნობილი აქტივისტი დაფინანსების იმედით მოსკოვში ჩამოვიდა. რამდენიმე დღის შემდეგ დაბრუნდა თბილისში და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა: “ჩვენ არ ავიღებთ ჭუჭყიან რუსულ ფულს”. რასაც ხელი არ შეუშლია მისთვის, კვლავ დაერეკა მოსკოვში დახმარების სათხოვნელად. წინასაარჩევნო ისტორიები ახალი ქართული კომედიის სცენარისთვის გამოდგება. რუსეთის ბოროტისმსურველები დაუღალავად საუბრობდნენ არჩევნებში მის გრძელ ხელზე, სინამდვილეში კი მისი მონაწილეობა ამ ამბავში იოტისოდენაც კი არ ყოფილა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოდან საშუალო ეშელონის პოლიტიკოსების მცდელობა მოსკოვთან დაახლოებისა, უშედეგოა. თუ ვაღიარებთ, რომ ვიღაც საზოგადო ფიგურების მიერ, საკუთარი თავისთვის და ახლობლებისთვის ფულადი თანხების მიღება არ წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ამოცანას, რაღა რჩება ამ კონტაქტებიდან? როდესაც მოსკოვში შეხვედრებს მართავენ, საკუთარი თავისთვის ფულის ძიებაში მათ ავიწყდებათ ქართველი დევნილები და საქართველოს ტერიტორიები. შემდეგ ჩადიან თბილისში, სადაც პოლიტკორექტულობა მოითხოვს, მოსკოვის მკაცრ კრიტიკას. სადაც დეკლარირებულია აფხაზეთში დაბრუნებისკენ სწრაფვა. და იწყება დისონანსური ხასიათის მრავალხმოვანება.
სწორედ ასე იყო ნინო ბურჯანაძესთან და ასეა ახლანდელ ფავაორირებთან -“საქართველოს პატრიოტებთან”. სწორედ ასეთი ხასიათისაა კონტაქტები დუმას დეპუტატთან КПРФ-დან ლეონიდ კალაშნიკოვსა და “პატრიოტების” დეპუტატ გიორგი ლომიას და მის კოლეგებს შორის, პარტიის ლიდერ დავით თარხან-მოურავის ჩათვლით.
გარდა ამ ღრმა “კოგნიტიური დისონანსისა”, საუბარია ადამიანების არასწორ შეფასებაზე. თუ ვინმე არ დაიზარებს და წაიკითხავს რუსული კულტურის და საქართველოში რუსული სამყაროს ძირითადი წარმომადგენლების გამონათქვამებს სოციალურ ქსელებში, დაინახავს, როგორ ხარჯავს ხალხი დროს შიდა კინკლაობებზე ნაცვლად თავისი ჰუმანიტარული დანიშნულებისა. ჩვეულებრივ, ესენი არიან ერთმანეთზე გადამტერებული მარგინალური ადამიანები. რასაკვირველია, არის ბედნიერი გამონაკლისებიც, მაგრამ ზუსტად ისინი ხვდებიან მოსკოველი შემფასებლების და ექსპერტების ყრადღების ზონის მიღმა.
საქართველოსთან დაკავშირებული საერთო მცდარი კონცეფცია იწყებოდა იმის რწმენით, რომ “თვითონ მოვლენ ოთხზე დამდგარნი”. შემდეგ კი- შეცდომა შეცდომაზე პარტნიორების არჩევაში. უპირველეს ყოვლისა, ეს სააკაშვილს ეხება, რომელსაც მოსკოვი აქტიურად უჭერდა მხარს. ეს ასეა ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებითაც, რომელსაც ხარჯების მეტი არაფერი მოუტანია. ეს კიდევ უფრო ნათლად ჩანს “საქართველოს პატრიოტების” შემთხვევაში. საუბარია პარტიაზე, რომელმაც გაჭირვებით გადალახა 5 %-იანი ბარიერი არჩევნებში. ის სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობის” ნარჩენებთან ოპოზიციაში პოზიციონირებს. მაგრამ რადგან “ნაციონალებმა” 5-ჯერ მეტი ხმები მიიღეს, ოპოზიციაში პარადი მათ მიყავთ, მათი დამოკიდებულება რუსეთთან დიალოგის მიმართ კი კიდევ უფრო სკეპტიკურია, ვიდრე მმართველი “ქართული ოცნების”.
გამოდის, რომ “საქართველოს პატრიოტების ” სახით მოსკოვი ინვესტიციას ახდენს იმათში, ვინც ვერანაირად ვერ იქნება სასარგებლო ვერც მისთვის და ვერც ორმხრივი ურთიერთობებისთვის. . ეს მოძრაობა საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, რადგან უნდა დაუბრუნოს ფული იმ ადამიანებს, ვინც პარლამენტში მოხვედრის სანაცვლოდ მათ აფინანსებდა. მაგრამ არჩევნებში ფიასკოს შედეგად პარტია იძულებულია ნებისმიერი გზებით იშოვოს ფული, სწორედ ამან მოიყვანა ისინი მოსკოვში.
მაშ რომელია სწორი გზა საქართველოსთან კონსტრუქციული დიალოგის დასამყარებლად?
ამ მიმართულებით გადაგმული ნებისმიერი ნაბიჯი 2 პირობას მოითხოვს: 1) დევნილების და საქართველოს ტერიტორიების დაბრუნების კრეატიული გადაწყეტილებების მოძებნისთვის მზაობას. 2) კლინტონის და სოროსის ღირებულებების მატარებელთა საპასუხო პროპაგანდით ნეირალიზებას.
პირველი პირობა -ეს არის სიღრმისეული გაგება იმ მრავალი ადამიანის ტკივილის , რომლებიც სისხლიანი 90-იანების მსხვერპლი არიან, გალის რაიონის მაგალითი აჩვენებს, რომ შესაძლებელია კონფლიქტის მოგვარება ორივე მხარის სასარგებლოდ და რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით. და არავიან არ მოვა “ოთხზე”.
მეორე- ეს არის ახალი სტრატეგია, რომელიც ეფუძნება ცხოვრებას და არ არის გამიზნული გარდამავალ და პირად ინტერესბზე. ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, სოროსი და მისი მსგავსი ფონდები წელს ქართულ ლიბერალურ ენჯეოებს 22 მილიონი დოლარით დაეხმარებიან. ეს მოსყიდვა ლიბერალი ჟურნალისტების, პოლიტოლოგების, რადიკალური გლობალიზმის აშკარა პროპაგანდაა. სწორედ ამ ფონდებმა შექმნეს საქართველოში განწყობა, რომელმაც ქვეყანა რეალობას მოწყვიტა.
რუსეთში ზოგს შეცდომით მიაჩნია, რომ თბილისის მწვავე ნაბიჯების უკან ყოველთვის ამერიკის საელჩო დგას, მაგრამ ეს ასე არ არის. ვაშინგტონში მშვენივრად ესმით, რომ საქართველო აშშ–ს ვალის გადახდას მხოლოდ მაშინ შეძლებს, თუ ეკონომიკურად გაძლიერდება, ამას კი რუსეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაფართოება სჭირდება.
ჩვენ პირდაპირ არ დავუსვამთ მოსკოვს კითხვას: რამდენ ფულს ხარჯავს ის საქართველოში პოზიციების შესანარჩუნებლად? თუმცა არ შევცდებით, თუ რუსული ენის და კულტურის მხარდაჭერაზე, აგრეთვე საერთო რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე გაწეულ დანახარჯებს შევაფასებთ, როგორც ამერიკული დანახარჯების 1 %-ზე გაცილებით ნაკლებს.
( მხედველობაში გვაქვს ინვესტიციები რეალურ საქმეებში, მსგავსად ამერიკული ენჯეოებისა და არა ბურჯანაძეზე და “პატრიოტებზე” გაწეული დანახარჯები.) გარდა იმისა, რომ თვითონ ხარჯი ისედაც მიზერულია, გამუდმებით ვისმენთ სხვადასხვა ტელემაუწყებლობებიდან, რომ “ჩვენ ფულს არ მივცემთ”. კარგი იქნებოდა, ამ ადამიანებს შეეგნოთ, რომ დიდმა დერჟავამ თავისი სიმდიდრე უნდა გადაანაწილოს და კულტურული გავლენები განამტკიცოს. იმ პირობით, რომ დერჟავად დარჩება და დიდძალი მიწების მფლობელი იქნება.
ასე რომ, კრემლმა მეტი მგრძნობელობა უნდა გამოიჩინოს საქართველოს ტკივილის მიმართ, მეტად უნდა შეარჩიოს კავშირები იქ და ქართულ ნიადაგზე აღმოაცენოს რადიკალური ლიბერალიზმისადმი წინააღმდეგობა იმ ქართველი ტრადიციონალიტების დახმარებით, რომლებიც თავად ესწრაფვიან ამას. და ყოველთვის ახსოვდეს ევტუშენკოს სიტყვები:
О Грузия, — нам слёзы вытирая,
ты — русской музы колыбель вторая.
О Грузии забыв неосторожно,
в России быть поэтом невозможно.
ავიგდარ ესკინი.
წყარო : https://regnum.ru/news/polit/2292291.html