სამართალი
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 4 ახალი წევრი ჰყავს

   საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. მოსამართლეები დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი შენგელია, ირაკლი ბონდარენკო და ვასილ მშვენიერაძე კოლეგებმა ფარული კენჭისყრით აირჩიეს. ახალი წევრების გარდა, მოსამართლეებმა საბჭოს ახალი მდივანიც აირჩიეს. ლევან მურუსიძეს გიორგი მიქაუტაძე შეცვლის. სკანდალური გადაწყვეტილებებით ცნობილი მოსამართლე ლევან მურუსიძე კოლეგებმა ტაშით გააცილეს. იუსტიციის საბჭოს ყოფილი მდივანი კოლეგებთან ერთად აღიარებს, რომ დიალოგი სამოქალაქო სექტორთან ვერ შედგა, თუმცა ამის მიზეზად ისინი თავად არასამთავრობო ორგანიზაციებს ასახელებენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემა კრიტიკის ობიექტი ხშირად მიხეილ ჩინჩალაძის გამო გამხდარა. მისი სახელი არაერთ კერძო დავასა და საეჭვო გადაწყვეტილებას უკავშირდება. ერთ-ერთი ბოლო მისი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნა იყო.