პოლიტიკა
შსს-ს და აშშ-ის საელჩოს გუნდებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა

   საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს საელჩოს სახელით წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სიგელები გადასცა.

სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ საქართველოს შს სამინისტროსა და აშშ-ის საელჩოს საფეხბურთო გუნდებს შორის ტრადიციული ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა ანგარიშით 11:8 მოიგეს.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, შს სამინისტროსა და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მადლობას ვუხდი აშშ-ი საელჩოს, რომ ასე დადებითად შეაფასეს ქართველი სამართალდამცველების საქმიანობა. დღევანდელი ამხანაგური მატჩიც საქართველოს შსს-სა და აშშ-ი საელჩოს შორის არსებული მჭიდრო
თანამშრომლობის, ასევე, ჩვენს ქვეყნებს შორის 25-წლიანი წარმატებული
დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობის კიდევ ერთი მაგალითია. მსგავსი ღონისძიებები კიდევ უფრო გვაახლოვებს და ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ მალანიამ.

შს სამინისტროს და აშშ-ის საელჩოს გუნდების ამხანაგური საფეხბურთო მატჩი თბილისში მესამე წელია იმართება.