რელიგია
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II–მ ქართველ მწერლებს შერიგებისკენ მოუწოდა.
გუშინ, 2011 წლის 23 იანვარს, პატრიარქის ინიციატივით გამართული შეხვედრა საპატრიარქოში სამ საათს გაგრძელდა. პატრიარქმა მწერლებს დაპირისპირების შეწყვეტისა და მიტევებისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, დაპირისპირება მწერალთა კავშირში მას შემდეგ დაიწყო, რაც გამგეობის წევრებმა ვაჟა ოთარაშვილი გამომცემლობის დირექტორობიდან გაათავისუფლეს.შეხვედრის დასრულების შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მწერალთა კავშირს მაჩაბლის ქუჩის N13-ში მდებარე შენობა დაუბრუნდება. ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ კავშირის წევრებმა განაცხადეს.