პოლიტიკა
აშშ-ის ელჩის მოადგილემ სუს-ის წარმომადგენლებს მადლობის სიგელები გადასცა

   საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ ნიკოლას ბერლინერმა, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იან კელის სახელით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ორმხრივ თანამშრომლობაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისის საქმიანობის მხარდაჭერისთვის დააჯილდოვა. ნიკოლას ბერლინერმა სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროს ირაკლი ჩიმაკაძეს და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის განაღმვის სამმართველოს უფროს მერაბ შენგელიას მადლობის სიგელები გადასცა.