უცხოეთი
სააკაშვილი დაემუქრა პოროშენკოს საპროტესტო აქციებით, თუ მას მოქალაქეობა ჩამოერთმევა.

   საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ახლა უკვე უკრაინის პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი დაემუქრა უკრიანის პრეზიდენტ, პეტრე პოროშენკოს საპროტესტო აქციების ჩატარებით, იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი შეეცდება ჩამოართვას მას უკრაინის მოქალაქეობა. „თუ პოროშენკო გადაწყვეტს ჩამომართვას მოქალაქეობა, ეს მას ცუდად დაუბრუნდება და იგი მიიღებს საპროტესტო აქციებს“ , - განაცხადა სააკაშვილმა თბილისის ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში. „ვფიქრობ, საბოლოო ჯამში პოროშენკო ასეც მოიქცება“, - გააჟღერა ექს-პრეზიდენტმა. მან ასევე წარმოთქვა აზრი, რომ „განიზრახავს უკრაინისა და საქართველოს დემოკრატიზაციისთვის ბრძოლას“