საზოგადოება
პატრიარქს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმასთან შენიშვნა მხოლოდ "ასავალ-დასავალში" გაკეთებული განცხადების გამო ჰქონდა

   საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქოს მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების და პატრიარქის შეხვედრის აუდიოჩანაწერის გასაჯაროებას მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზის ძმა ეხმაურება. თორნიკე მამალაძე საპატრიარქოში დღეს კიდევ ერთხელ იმყოფებოდა. მან პატრიარქთან შეხვედრის ამსახველი სრული აუდიოჩანაწერის გადაცემა მოითხოვა.
„პატრიარქს ჰქონდა ჩემთან შენიშვნა, "ასავალ-დასავალში" რომ გავაკეთე განცხადება, იმასთან დაკავშირებით, მაგრამ პატრიარქს არ ჰქონდა შენიშვნა, მე რატომ ვადანაშაულებ საჯაროდ მეუფე იაკობს და შორენა თეთრუაშვილს. არ ჰქონდა სხვა დანარჩენ ბრალდებებთან დაკავშირებით პატრიარქს შენიშვნები, რადგან ის არ ფლობს ინფორმაციას. ამას ამბობდნენ იქ დამსწრე საზოგადოება, რომ პატრიარქი ფლობს ინფორმაციას და უშუალოდ პატრიარქმა არც დაადასტურა და არც უარყო“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.