პოლიტიკა
„ჩვენ არ გვაინტერესებს იმ ადამიანების გამონათქვამები, რომელთა მიზანია დესტრუქცია!" - ირაკლი კობახიძე

   საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. „აღარ მინდა არანაირი კომენტარების გაკეთება პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით!“, - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის მხრიდან წამოსული კრიტიკის პასუხად გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესთან დაკავშირებით გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ პარტიული კონსენსუსისკენ უფრო ისწრაფვის, ვიდრე საზოგადოების.
„ჩვენ არ გვაინტერესებს იმ ადამიანების გამონათქვამები, რომელთა მიზანია დესტრუქცია. ეს არის მარგველაშვილი, აბაშიშვილი და ა.შ. მოხელეები პრეზიდენტის ადმინისტრაციის, რომელსაც ეწოდება გუნდი. ესენი არიან მოხელეები, როგორ შეიძლება, მე გავაკეთო მოხელეების კომენტარებთან დაკავშირებით კომენტარი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებებზე კომენტარს გააკეთებს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ