აქტუალური
საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. "საკონსტიტუციო ცვლილებებით დროშის, გერბის და ჰიმნის შეცვლის პროცედურა რთულდება", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით , სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლაზე გადაწყვეტილების მიღება 76 დეპუტატს შეუძლია, რაც, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, არასწორია (ვიდეო იხ. აქ).
კობახიძე ამბობს, რომ სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლაზე გადაწყვეტილების მიღება კონსტიტუციის გადასინჯვის დადგენილი წესით იქნება შესაძლებელი.