აქტუალური
"ვუადვილებთ რუსეთის ფედერაციას თავისი მიზნების განხორციელებას!" - დავით რაქვიაშვილი

   საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. ეს განცხადება უშიშროების საბჭოს მდივანმა გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ უშიშროების საკითხებში საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილზე ილაპარაკა, რომელიც უშიშროების საბჭოს გაუქმებას და თავდაცვის საბჭოს შექმნას ეხება.  
„უშიშროების საბჭოს კონსტიტუციიდან გაქრობა, ეს იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციურ რანგში არ განიხილავს მმართველი უმრავლესობა უსაფრთხოების საკითხებს. ერთ-ერთი ყველაზე უფრო კრიტიკული მონაწილე უსაფრთხოების არქიტექტურაში - პრეზიდენტი - ფაქტობრივად გარიყულია უსაფრთხოების დისკუსიის პოლიტიკიდან. ვუადვილებთ რუსეთის ფედერაციას თავისი მიზნების განხორციელებას, როდესაც ჩვენი ხელით ვასუსტებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებიც უნდა იყოს პასუხისმგებელი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე“, - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.