საზოგადოება
უნდა ითქვას ისიც, რომ ზემოაღნიშნული მოვლენების გამო, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს საკმაოდ რთულ სიტუაციაში უწევს ისეთი სერიოზული და მნიშვნელოვანი პროცესების გავლა, როგორიცაა ავტორიზაცია და აკრედიტაცია, რომელიც 2011 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. თუმცა, როგორც უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ღავთაძემ აღნიშნა, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მზადაა აღნიშნული პროცესების განსახორციელებლად და უნივერსიტეტი კვლავ შესთავაზებს ყველა მსურველს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, მაღალაკადემიურ დონეზე მომზადებულ სასწავლო პროგრამებს.