უცხოეთი
Sputnik-მა გაარკვია, თუ როგორ ხედავს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის მოსახლეობა ევროკავშირის მომავალს.

   საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის მოსახლეობის დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირს კიდევ რამდენიმე ქვეყანა დატოვებს, რაზეც „Sputnik. მნენიას" მიერ ჩატარებული გამოკითხვა მეტყველებს.

კითხვაზე „რამდენი ქვეყანა მიბაძავს დიდი ბრიტანეთის მაგალითს და გავა ევროკავშირიდან", აღნიშნული ქვეყნების მოსახლეობამ უპასუხა, რომ ასე კიდევ რამდენიმე ქვეყანა მოიქცევა. პასუხები პროცენტულად ასე გადანაწილდა: დიდი ბრიტანეთი — 55%; იტალია — 50%; საფრანგეთი — 42%; გერმანია — 39%.

ამ შეკითხვას პასუხი „არც ერთი" გასცა: 18%-მა დიდ ბრიტანეთში, 39%-მა გერმანიაში, 33%-მა საფრანგეთში და 32%-მა იტალიაში.

პასუხი „ერთი ქვეყანა" გასცა: საფრანგეთსა და იტალიაში 7-7%-მა, დიდ ბრიტანეთში 9%-მა და გერმანიაში 13%-მა. პასუხის გაცემა გაუჭირდა გამოკითხვის მონაწილეთა 18%-ს. საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 18%-მა არ იცის, კიდევ რამდენი ქვეყანა დატოვებს ევროკავშირს, გერმანიაში 9%-მა, ხოლო იტალიაში 11%-მა. 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს: საფრანგეთში 42%-ს, გერმანიაში 43%-ს, იტალიაში 51%-ს, ხოლო დიდ ბრიტანეთში 45%-ს სხვებზე მეტად სჯერათ, რომ ევროკავშირს კიდევ რამდენიმე ქვეყანა დატოვებს; ხოლო 65 წელს გადაცილებულებს შორის იგივე პასუხი ასე გადანაწილდა: საფრანგეთში 29%-ს, იტალიაში 42%-ს, გერმანიაში 33%-ს, დიდ ბრიტანეთში 61%-ს. ამასთან აღსანიშნავია, რომ მათ შორის, ვისაც ევროკავშირში მოსალოდნელი ცვლილებებისა სჯერა, ქალები ჭარბობენ, გარდა დიდი ბრიტანეთისა, სადაც ქალებისა და მამაკაცების რაოდენობა ამ მხრივ თანაბარია. ოთხივე ქვეყანაში მათ შორის, ვისაც უახლოეს მომავალში ევროკავშირიდან კიდევ რამდენიმე ქვეყნის გასვლისა სჯერა, დაბალი კვალიფიკაციის სპეციალისტები ჭარბობენ მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებს: საფრანგეთში ასეთთა რაოდენობა 53%-ია 36%-ის წინააღმდეგ, გერმანიაში 45% გამოკითხულთა 36%-ის საპირისპიროდ, იტალიაში 56% 52%-ისა და დიდ ბრიტანეთში 58% 52%-ის წინააღმდეგ. გამოკითხვა Sputnik-ის დაკვეთით საფრანგეთის სოცილოგიური კვლევის კომპანია Ifop-მა ჩაატარა 21-25 აპრილის პერიოდში. სულ გამოიკითხა 3 203 რესპონდენტი საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში. კვლევის ცდომილება +/-3,1%-ს შეადგენს.

ექსპერტის მოსაზრება

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამ არსებითი გავლენა მოახდინა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაზე, რითიც გააღრმავა პოლიტიკური უთანხმოება, მიაჩნია გლობალური კვლევების ცენტრის დირექტორს ნანა დევდარიანს. „ის, რომ ევროპული პროექტი ახლა სერიოზულ კრიზისშია, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს… ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ პროცესს, როდესაც ევროპის კავშირი ის არ არის, რაც 20-30 წლის წინ იყო. ევროკავშირმა შესაძლოა განაგრძოს არსებობა, მაგრამ არა იმ სახით, როგორც იყო ჩაფიქრებული", — განუცხადა დევდარიანმა  „Sputnik-საქართველოს". ამასთან ექსპერტმა თავი შეიკავა ევროკავშირიდან სხვა ქვეყნების გასვლის პროგნოზირებისგან. ცნობა პროექტ "Sputnik. მნენიას" შესახებ: ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში, პროექტის ფარგლებში, რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. Sputnik (sputniknews.com) — ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს 30-ზე მეტ ენაზე მომუშავე ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ახალი ამბები 24 საათის განმავლობაში გამოდის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.