საზოგადოება
მთავრობა მოქალაქეებს ჯარიმებზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

   საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. მთავრობამ შსს-ს მიერ წარმოდგენილი ვიდეოჯარიმების აღსრულებასა და ლიზინგის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მოიწონა.

ცვლილებების თანახმად, თუ მოქალაქე დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდის, ის 20%-იანი ფასდაკლებთ ისარგებლებს.

საჯარიმო ქვითარი დაჯარიმებულ პირს ფოსტით მხოლოდ საშეღავათო პერიოდის არგამოყენების შემთხვევაში გაეგზავნება. ამ მიდგომით გაიზრდება ბიუჯეტში დროულად გადახდილი ჯარიმების ოდენობა და დაიზოგება სახელმწიფო რესურსები.

მსგავსი მოდელი აპრობირებულია ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში.