აქტუალური
"ჩვენ შევძლებთ აფხაზების დაბრუნებას, ოსების დაბრუნებას!" - საცხოვრებელი ფართობი საკუთრებაში კიდევ 400-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა

   საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. დევნილები ბინებს თბილისში, ბორჯომში, ფოთში, ზუგდიდსა და ახალციხეში მიიღებენ. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში მთავრობამ საცხოვრებელი ფართობი საკუთრებაში 15 ათასამდე დევნილ ოჯახს გადასცა და ეს პროცესი გრძელდება.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებს შევუქმნათ შეგრძნება, რომ პირველ რიგში, მათ ექნებათ მუდმივი ჭერი და ეს იქნება მათი საკუთრება, მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ არცერთ ჩვენგანს არ ეპარება ეჭვი, რომ ეს არ იქნება მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ყველას გვაქვს ამის იმედი და არა მხოლოდ იმედი, არამედ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ აფხაზების დაბრუნებას, ოსების დაბრუნებას და შევძლებთ იმასაც, რომ საქართველო აუცილებლად გაერთიანდება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.