უცხოეთი
ტრამპის კომენტარი პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ

   საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. 20 ივნისს, საღამო დროს, უკრაინის პრეზიდენტი, პეტრე პოროშენკო შეხვდა აშშ–ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აშშ–ის ვიცე პრეზიდენტი, მაიკ პენსი და უკრაინის საერთაშორისო ურთიერთობების სამინისტროს ხელმძღვანელი, პაველ კლიმკინი.
„ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე დადებითი ხასიათის დისკუსია. ისინი გაგრძელდება მთელი დღის განმავლობაში.  ჩემი მოსაზრებით, ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ. ჩემთვის დიდი პატივია მიგიღოთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო“, – განაცხადა ტრამპმა ჯურნალისტების თანდასწრებით 6 წუთიანი შეხვედრის შემდეგ, თუმცა ამ დისკუსიაზე დაწვრილებით არაფერი უთქვამს. შეხვედრის ბოლოს, პოროშენკომ, თავის მხრივ გამოხატა იმედი, რომ ორი ქვეყანა შეძლებს „ეფექტური თანამშრომლობის“ დამყარებას.