უცხოეთი
პოროშენკომ ტრამპთან 6 წუთიან შეხვედრას „სრულფასოვანი და დეტალური“ უწოდა

   საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. 20 ივნისს, საღამო დროს, უკრაინის პრეზიდენტი, პეტრე პოროშენკო შეხვდა აშშ–ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აშშ–ის ვიცე პრეზიდენტი, მაიკ პენსი და უკრაინის საერთაშორისო ურთიერთობების სამინისტროს ხელმძღვანელი, პაველ კლიმკინი.
 შეხვედრის შემდეგ, რომელიც გრძელდებოდა 6 წუთი, პოროშენკომ განაცხადა, რომ მისი შეხვედრა ტრამპთან იყო „სრულყოფილი და დეტალური“. „ჩვენ მივიღეთ მკაფიო მხარდაჭერა აშშ–ის მხრიდან – სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და უკრაინის, როგორც სახელმწიფოს დამოუკიდებლობის  საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა პოროშენკომ.
ტრამპთან შეხვედრამდე, პოროშენკო შეხვდა აშშ–ის ენერგეტიკის მინისტრს, რიკ პერის.
გადმოცემის თანახმად – მხარეები საუბრობდნენ „ატომური ენერგეტიკის პროექტის ერთობლივად რეალიზაციის შესაძლებლობაზე, რაც ეხება ენერგომატარებლების უზრუნველყოფის საკითხს უკრაინაში“ . პოროშენკომ უკრაინაში აშშ–დან თხევადი გაზისა და ნახშირის იმპორტირების შესაძლელბობის გადახედვა მოითხოვა.