საზოგადოება
საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციები მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კვლავ არსებული მოდელით ჩატარებას აპროტესტებენ. სამოქალაქო სექტორის შეფასებით, საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევა რეალურ ვითარებას ვერ შეცვლის.
„მმართველი პარტიისთვის კვლავაც ძალიან რთულია, უარი თქვას იმ უპირატესობებზე, რომელსაც შერეული სისტემა იძლევა. ამიტომ უნდა მოიძებნოს გზები, რაც უზრუნველყოფს, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს საარჩევნო სისტემის ცვლილება და შეიძლება ამისთვის საჭირო იყოს, რომ განხილვები არ ჩატარდეს დაჩქარებულ რეჟიმში“, - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.