საზოგადოება
„პრეზიდენტის 3 წარმომადგენელი 4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა კომისიის მუშაობაში!“ - ირაკლი კობახიძე

   საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. „ყოველგვარი საფუძვლის გარეშე იღებს აბსოლუტურად არასერიოზულ გადაწყვეტილებას ადამიანი, რომელიც ატარებს პრეზიდენტის სტატუსს და მისი 3 წარმომადგენელი 4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობს კომისიის მუშაობაში. რომელ დროზეა საუბარი, რომელ კონსენსუსზეა საუბარი. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული განცხადება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში.

მისი აზრით, გიორგი მარგველაშვილმა პირდაპირ ეთერში მასთან დებატებზე იმიტომ განაცხადა უარი, რომ შეეშინდა. პრეზიდენტმა თავი აარიდა, პრეზიდენტს შეეშინდა იმიტომ, რომ არცერთი რეალური არგუმენტი პრეზიდენტს არ აქვს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.