საზოგადოება
„შემიძლია, ყველა დავარწმუნო, რომ ეს არის სიცრუე!“ - ირაკლი კობახიძე

   საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას გააკეთა. ის აღნიშნავს, რომ ინფორმაცია ყოფილი პრემიერის ავადმყოფობაზე ოპონენტებმა გაავრცელეს.

„არა მგონია, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმსახურებდეს რაიმე ტიპის სერიოზულ ყურადღებას. სამწუხაროდ, ეს აჩვენებს ძალიან მძიმე სახეს ჩვენი ოპონენტების ერთი ნაწილის. ეს არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და აბსოლუტურად არასერიოზულია რაიმე მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რაც გაავრცელეს ჩვენმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.