საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში, კონსტიტუციაში ქორწინების განმსაზღვრელ დეფინიციაზე საუბრისას გააკეთა.
„არიან კონკრეტული ძალები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული კავშირები სხვადასხვა სახელმწიფოსთან და ხელოვნურად ხდება ამ ინსტრუმენტის გამოყენება, რომ გაღვივდეს საქართველოში ჰომოფობიური განწყობები და ანტიდასავლური განწყობები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამავე დროს, მისი თქმით, კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის დაზუსტება აუცილებელია. „ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ნებისმიერი ადამიანის უფლებები იყოს დაცული. მათ შორის, რა თქმა უნდა, უმცირესობების უფლებები იყოს დაცული და არ გაღვივდეს საქართველოში, არავითარ შემთხვევაში, ჰომოფობიური განწყობები. ამ დეფინიციის დაზუსტება შესაბამის ძალებს გამოაცლის ამის საფუძველს და ყოველგვარ საბაბს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.