სამართალი
საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის შინაპატიმრობის მოთხოვნაზე უარი უთხრა. მუხთარლის ადვოკატების სარჩელი ნასიმის რაიონულმა სასამართლომ განიხილა. ადვოკატები ითხოვდნენ, რომ ჟურნალისტისთვის ციხეში ყოფნა შინაპატიმრობით შეეცვალათ, თუმცა იმ არგუმენტით, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში ის ქვეყნიდან გაქცევას შეეცდებოდა, მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.