სამართალი
შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

   საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროსა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) N9 სასაზღვრო სექტორის (ვახტანგისი) დასაცავ მონაკვეთზე ერთობლივად
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ამირ . საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს.