პოლიტიკა
„ეს დოკუმენტი, რომელიც ახლა იქმნება, გრძელვადიან პერსპექტივაში გამორიცხავს ყოველგვარ ავტოკრატიას, ეს არის მთავარი მიღწევა“ - ირაკლი კობახიძე

   საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. „რა იყო მიზანი 2010 წლის ცვლილებების? მიზანი იყო მარტივად ის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს შეენარჩუნებინა თავისი ჭარბი ძალაუფლება უკვე პრემიერის რანგში... გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი კვირიკაშვილი რა ბუნების არის, ვიცით, ანუ როგორია მისი პოლიტიკური ბუნება - ის არ არის მიდრეკილი არცერთი გრამით ავტოკრატიისკენ, აქედან გამომდინარე, პრაქტიკაში, ბუნებრივია, არ წარმოიშვება ის პრობლემები, რაც თეორიულად შეიძლება წარმოიშვას გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „არჩევანის“ ეთერში.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუციის შემუშავებისას ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ. მან განაცხადა, რომ კონსტიტუციის ახალი ვარიანტი ოპტიმალური კონსენსუსის შედეგად არ არის მიღებული და ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო კომისიის დატოვების გამო გააკრიტიკა.