უცხოეთი
სააკაშვილს კვერცხები ესროლეს და ბრილიანტის მწვანე შეასხეს

   საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ქალაქ კრივოი როგში მოსახლეობასთან შეხვედრისას კვერცხები დაუშინეს და ბრილიანტის მწვანე შეასხეს.
ინციდენტის შემდეგ სააკაშვილმა იხუმრა და განაცხდა, რომ ის მწვანეთა პარტიაში მიიღეს. (ვიდეო იხ. აქ)

თავდამსხმელი სამართალდამცველებმა დაიჭირეს. ის ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაშია მოთავსებული.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2015 წლის 30 მაისს დანიშნა. 2016 წელს სააკაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და უკრაინის ხელისიფლება კორუფციის მხარდაჭერაში და კრიმინალების მფარველობაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, სააკაშვილმა თავისი პოლიტიკური ძალა ჩამოაყალიბა და უკრაინის რადას ვადამდელი არჩევნების ჩატარებისთვის ბრძოლა დაიწყო.