საზოგადოება
პრეზიდენტისთვის სასამართლოს მეგობრის სტატუსი პარლამენტის თავმჯდომარისთვის მიუღებელია

   საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით სახალხო დამცველისა და საქართველოს მოქალაქეების სარჩელების განხილვა დაიწყო. ამავე თემაზე საქართველოს პრეზიდენტმა "მეგობრის" სტატუსით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციასთან და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შეუსაბამო მუხლების გაუქმებას ითხოვს.

პრეზიდენტი რომ გამოდის სასამართლოს მეგობრის სტატუსით, ეს არის შეუთავსებელი სამართლებრივ პრინციპებთან. სასამართლოს მეგობარი შეიძლება იყოს არსებითად არასახელისუფლებო სუბიექტი, ასე არის მოაზრებული ეს ინსტიტუტი ზოგადად სამართლებრივ სივრცეში. შესაბამისად, როდესაც სარჩელის წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტი გამოდის, როგორც სასამართლოს მეგობარი, ეს არის პირდაპირი წინააღმდეგობა კანონმდებლობის ნორმებით," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე