საზოგადოება
„მონარქიასთან დაკავშირებით ერთდღიანი განხილვა გაუგებარი პიარაქცია იყო"- ეკა მიშველაძე

   საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.

მიშველაძის აზრით, საკონსტიტუციო მოდელთან დაკავშირებით ჯერ მოსახლეობამ უნდა დააფიქსიროს საკუთარი აზრი და შემდეგ დაიწყოს მსჯელობა ცვლილებებზე.

„რაც შეეხება ასეთ სერიოზულ თემებს, თუ როგორი საკონსტიტუციო მოდელი უნდა იყოს ქვეყანაში დამკვიდრებული და როდესაც ზოგადად, საქმე ეხება მმართველობის საკონსტიტუციო მოდელს, ჯერ სწორედ ეს უნდა შევეკითხოთ ხალხს, საზოგადოებას და შემდეგ უნდა იყოს გარკვეულ ცვლილებებზე საუბარი“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.