საზოგადოება
ვენეციის კომისიის დასკვნა - პარლამენტის თავმჯდომარე - დადებით, ოპოზიცია კი კრიტიკულ შეფასებებზე ლაპარაკობს

   საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციის კომისიის დასკვნას.

ირაკლი კობახიძის თქმით, არსებული პროექტი დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას აყალიბებს და ეს ევროპელმა ექსპერტებმაც დაადასტურეს.

არსებული დოკუმენტი, ახალი რედაქცია კონსტიტუციის არის სრულ შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან და აყალიბებს ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქართულმა ოცნებამ", რომელიც უსამართლო სისტემების მეშვეობით ეპოტინება ძალაუფლებას, არჩია, რომ 2020 წლისთვის შეინარჩუნოს არსებული უსამართლო შერეული სისტემა მაჟორიტარული და პროპორციული სისტემის, მაგრამ ისინი მაინც დამარცხდებიან 2020 წელს, იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა“, - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

„ეს კონსტიტუცია არაფრად არ წაადგება ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. აქ გაკრიტიკებულია როგორც მანდატების გადანაწილების წესი, ასევე ბლოკების აკრძალვა“, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა.