საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. ლონდონის მეჩეთთან მომხდარ თავდასხმას კონტრტერორისტული საგამოძიები ჯგუფი იძიებს. დაკავებულია მძღოლი, რომელმაც სალოცავიდან გამოსულ ხალხს მანქანა შეაჯახა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, 10 კი მძიმედ დაშავდა.
თავდასხმა დედაქალაქის ჩრდილოეთ რაიონში პარ ფინსბერისთან ახლოს მდებარე მეჩეთთან, ღამის პირველის 20 წუთზე მოხდა. ლონდონის მუსლიმთა სათემო ბოლო პერიოდში გაზრდილ ისლამოფობიაზე საუბრობს და ხელისუფლებას მეჩეთებთან უსაფრთხოების გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
ბრიტანეთის ოპოზიციიის ლიდერი დღეს მუსლიმთა სულიერ ლიდერთან ერთად, ლოცვებს დაესწრება. პრემიერმინისტრი კი, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს.
ბოლო 4 თვის განმავლობაში ლონდონში ეს უკვე მეოთხე ტერორისტული თავდასხმაა. მომხდარი დაგმო ქვეყნის პრემიერმინისტრმა. ტერეზა მეი დღეს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს.