საზოგადოება
დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს პატრიარქი 21 ივნისს შეხვდება

   საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ ილია მეორის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა. ბოტკოველი ამბობს, რომ გიორგი მამალაძის ოჯახი არაკორექტულად იქცეოდა და ულტიმატუმის ენით საუბრობდა, თუმცა უწმინდესმა მაინც გადაწყვიტა, დეკანოზის ოჯახის წევრებს შეხვდეს.

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის ოჯახი ილია მეორესთან საუბარს გიორგი მამალაძის დაკავების დღიდან ითხოვდა.

"შევხვდებით ოჯახის წევრები მხოლოდ და მხოლოდ. დღესაც გვინდა და სურვილი გვაქვს, ადვოკატებთან ერთად შევხვდეთ, რაზეც ისედაც მოვახსენებთ უწმინდესსა და უნეტარესს, რომ გვინდა ადვოკატების მოყვანა, იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურა მისული იყო პატრიარქთან, თავიანთი ცრუ ბრალდებები თავს მოახვიეს პატრიარქს. დღეს ვხედავთ, რომ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ“, - განაცხადა მამა გიორგის ძმამ თორნიკე მამალაძემ