რელიგია
საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ გაცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გააკეთა. როგორც ილია მეორემ ქადაგებისას აღნიშნა, დღეს ხშირი შემთხვევაა, როცა ეკლესიას აკრიტიკებენ. პატრიარქის თქმით, ამის „არ უნდა შეგვეშინდეს“.
„უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია არის ნავსაყუდელი. ეკლესია არის ის ძალა, რომელიც ბოროტებას სიკეთედ აქცევს. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ უფრო რთული და მძიმე წლები გამოუვლია ეკლესიას. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: კლდესა ამას ზედა დავაარსო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ყველაფერი კარგად იქნება. მომავლის იმედით უნდა ვიყოთ", - აღნიშნა პატრიარქმა.