პოლიტიკა
ვენეციის კომისია კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას ოქტომბერში წარმოადგენს – ირაკლი კობახიძე

   საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვენეციაში ვიზიტის შედეგების შეჯამებისას.

ვენეციის კომისიამ მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი კონსტიტუციის ახალი რედაქცია სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და აყალიბებს ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემას. პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოვთქვით მზადყოფნა, სრულად გავითვალისწინოთ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია. ამ რეკომენდაციების გათვალისწინების საფუძველზე, ჩვენი კონსტიტუციის განხილვები გაგრძელდება ახლა უკვე საქართველოს პარლამენტში. გარდა ამისა, ვთხოვეთ ვენეციის კომისიას, რომ ოქტომბრის თვეში წარმოადგინოს უკვე საბოლოო დასკვნა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც ეს დოკუმენტი ორი მოსმენით იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ. ამ საბოლოო დასკვნაში, ოქტომბერში, უკვე სრულად იქნება ასახული ყველა ის ნორმა, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს კონსტიტუციაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ჩვენ ვართ აბსოლუტურად პირნათელი ჩვენი საზოგადოების წინაშე. ჩვენ ვცვლით ძალიან დაუხვეწავ, არადემოკრატიულ კონსტიტუციას ძალიან დახვეწილი და დემოკრატიული კონსტიტუციით“, - განაცხადა მან.